ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხრესილის ომის 268-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“ღონისძიებების ფარგლებში, გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის საფლავები, ასევე, სოფელ ხრესილში, ხრესილის ბრძოლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები