Reuters: ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს

უკრაინამ უარი თქვა ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ამბიციაზე დასავლური უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რაც რუსეთთან ომის დასრულების მიზნით კომპრომისს წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წინ განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გარდატეხაა უკრაინისთვის, რომელიც იბრძოდა ნატოში გაწევრიანებისთვის, რომელსაც რუსეთის თავდასხმებისგან დაცვის საშუალებად განიხილავდა. ალიანსში მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.

ნატოსკენ სწრაფვაზე უარის თქმა, ასევე შეესაბამება რუსეთის ერთ-ერთ საომარ მიზანს, თუმცა, კიევი ჯერჯერობით მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის ტერიტორიების დათმობას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრობის ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისს წარმოადგენდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები