“უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა” – ორბანი

“უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ამასთან, ისინი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვენ კონფლიქტის გასაღვივებლად. უნგრეთი არ აპირებს ბრიუსელის ამ დამახინჯებულ სქემაში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ესკალაცია“, – განმარტავს ორბანი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები