ეროვნულ სასახლეში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ სასახლეში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პრეზენტაციას ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია მეუღლესთან, ლიკა რევაზიშვილთან ერთად დაესწრო.

“გამოცემა „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი” ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს – „გური და ტრისტან სიხარულიძეები” (2017), რომელსაც თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული ახლად ჩაწერილი აუდიონიმუშები.
პროექტი საქველმოქმედო ფონდმა „ქართულმა გალობამ” გალობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – დავით დარჩია, ოზურგეთის მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი და სოფო რამიშვილი დაესწრნენ”, – წერია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები