სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს სახლები გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის აშენებულ ახალ სოციალურ სახლებს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მელაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხიბლარში მერმა მოინახულა მაია მიქელაძის ორსულიანი ოჯახი, ხოლო დიდ ჯიხაიშში მალხაზ აბზიანიძის 7-სულიანი ოჯახი, მათ შორის 5 ბავშვი, რომლებიც უკვე ახალ პირობებში ცხოვრობენ.

„პროექტის ფარგლებში აშენდა სოციალური სახლები, რომელთა მიზანია მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ღირსეული და უსაფრთხო პირობების შექმნა. პროგრამის შედეგად, 9 ოჯახი უკვე ახალ სახლში ცხოვრობს.

პროექტის საერთო ღირებულება 492 062 ლარს შეადგენს და იგი სრულად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოციალური მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რათა მხარდაჭერა მიიღონ იმ ოჯახებმა, რომელთათვისაც პირობების გაუმჯობესება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები