ბექა ღვაჩლიანი დამსახურებულ არტისტს, ია მაისაიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძესთან ერთად ქართველ პედაგოგს, მომღერალს და კომპოზიტორს ია მაისაიას შეხვდა და კულტურის სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში კომპოზიტორმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მინისტრმა კი ქართულ-აფხაზური მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ია მაისაია 150-მდე სიმღერისა და 50 საფორტეპიანო პიესის ავტორია. კომპოზიტორის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აფხაზეთისადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს უკავია, მათ შორისაა სიმღერები „აფხაზეთო საქართველოს მშვენება“, „სიმღერა სოხუმზე“ და „დაბრუნებამდე““, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები