Axios: აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლები 13 დეკემბერს ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავენ

აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები შაბათს, 13 დეკემბერს, პარიზში უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლიდერები შეხვედრაზე უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმას განიხილავენ.

„აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, შაბათს, პარიზში შეხვდებიან უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილონ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა“, – წერს Axios-ი.

აღნიშნულია, რომ შეხვედრა იქნება „ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე კონსენსუსის მიღწევის მცდელობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები