აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სლოვაკური საინვესტიციო კომპანიის AZC Group-ის კვლევებისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სლოვაკური საინვესტიციო კომპანიის AZC Group-ის კვლევებისა და განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ნარჩენთა ნაკადების გამოყენების შესაძლებლობები, მანდარინის კონცენტრატისა და ხილის გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი მეორადი პროდუქტების კომერციული პოტენციალი, ბიოგაზის წარმოება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამუშავებელი საწარმო შპს ,,იბერია ორბი ციტრუსის’’ საწარმოს განვითარების სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების სეზონის გახანგრძლივებას სხვადასხვა სახეობის ხილის გადამუშავების გზით, ასევე წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები