სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზაალ გელაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
“სამსახურების ხელმძღვანელებმა სახელმწიფო რწმუნებულს სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ზაალ გელაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება პროექტების ხარისხიან შესრულებასა და პროცესის მონიტორინგზე გაამახვილა.
ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხის მუდმივი მონიტორინგისა და პროექტების დადგენილ ვადებში განხორციელების აუცილებლობაზე.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, სერგი მუშკუდიანი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბიბო პაპიძე ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.