ლევან ზალკალიანმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ჭიათურის N7 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად ჭიათურის N7 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა, მხარის რწმუნებულთან ერთად განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
“სკოლის ინფრასტრუქტურას ასევე გაეცნენ ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თამარ ფიცხელაური.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 500 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა შიდა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.
შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 8 მილიონ 900 ათას ლარზე მეტს შეადგენს,”- წერია ინფორმაციაში.