კობა კობალაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში სამსახურის წარმომადგენელი წარადგინა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, პაატა ჩადუნელს შეხვდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტში უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ახალი თანამშრომელი, წარმომადგენელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ომის ვეტერანი, დიმიტრი ლომიძე წარადგინა.

ქალაქის მერმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს და მუნიციპალიტეტში სამსახურის წარმომადგენელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

დიმიტრი ლომიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად და ადგილობრივი ვეტერანები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები