შამანთა კოდექსი
შამანიზმი წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას. შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც.
იგი მკურნალობს, როგორც ექიმბაში და, ამავდროულად, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს – “ათვინიერებს” სტიქიებს, წარმართავსმსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები “გადაჰყავს” სხვა სამყაროში და ა. შ. შამანიზმის ტერმინში ერთიანდება სხვადასხვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის ფიგურა იკავებს. შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური “შამან”-იდან მოდის, რაც ქართულად სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ყველა სხვა ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც მირჩა ელიადე წერს, “შამანი არის ტრანსისსპეციალისტი, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში.” ეს ძალიან მოკლედ. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ „შამანთა კოდექსი“, რომელის დაცვაც ყველა შამანს უწევს:
1. არ განსაჯო არაფერი მისი გარეგნული ფორმის მიხედვით – ჩაწვდი მის არსს.
2. არ შეპირდე ის, რასაც ვერ შეასრულებ – იცოდე შენი შესაძლებლობები.
3. თავიდანვე არ აიღო იარაღი ხელში – მოაგვარე უთანხმოება მშვიდობიანი გზით.
4. სხვებს ნუ მოსთხოვ პასუხიმგებლობას შენს შეცდომებზე – გამოასწორე ისინი თავად.
5. არ მიჰყვე სხვების ქმედებებს, თუ ფიქრობ რომ ეს ქმედებები არასწორია – იყავი ის რაც ხარ.
6. არ ასწავლო სხვებს ის, რაც შენ თვითონ არ გესმის ბოლომდე- დაიმორჩილე შენი სიამაყე.
7. არ აიღო ის რაც არ გჭრდება – იცხოვრე მხოლოდ მოთხოვნილებების შესაბამისად.
8. არ გააკეთო საქმე სხვის მაგივრად- პასუხი აგე მხოლოდ საკუთარი თავის გამო.
9. არავის მოახვიო თავს საკუთარი აზრი – გახსოვდეს ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება.
10. თავში არ შეუშვა ცუდი აზრები – იფიქრე კარგზე, რათა განთავისუფლდე ცუდისგან. ხოლო შემდეგ მოიშორე ერთიც და მაორეც.
11. არ ელოდო შექებას კეთილი საქმისთვის – გააკეთე ის უანგაროდ.
12. არ იდარდო იმაზე, რაც არასოდეს ყოფილა- იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან.
13. არ ეძებო თავის გასამართლებელი გზები – მოძებნე პრობლემების მოგვარების გზა.
14. არასდროს იმოქმედო ნაჩქარევად – გაიაზრე ყოველი შენი ქმედება მის ჩადენამდე.
15. არ ჩაერიო სხვის საქმეში – მიხედე საკუთარ ცხოვრებას.
16. არ დაანახო კეთილგანწყობა ადამიანს, თუ სინამდვილეში ეს ასე არ არის – ისწავლე „არა“-ს თქმა.
17. არ ავნო ბუნებას . გახსოვდეს, რომ დედამიწა – ეს დედაა.
18. არ აიღო არაფერი ვალად. შენი შესაძლებლობები უნდა ემთხვეოდეს შენს სურვილებს.
19. არ გააჩინო შვილები, თუ ვერ შეძლებ მათ აღზრდას. გაზომე შენი შესაძლებლობები…
20. შენი საქმე არასდროს შეასრულო ზერელედ- იყავი კეთილსინდისიერი.
21. არ მოედო ბევრ საქმე ერთად – იპოვე პრიორიტეტები თანმიმდევრობით.
22. არ იფიქრო წარსულზე სინანულით – იცხოვრე აწმყოთი, და უყურე მომვალს.
23. არ შეცვალო სიყვარული სინანულით – მოიშრე შეცოდება თუ სიყვარული უკვე წავიდა.
24. არ შეეხო სხვის სიკეთეს – თუ დაკარგე სხვისი ნივთი, გაეცი შენი სამი ნივთი.
25. არასდროს თქვა ტყული – იცოდე, ყველაზე მეტი უძლურება სიცრუეშია.
26. არ განსაჯო სხვები. – იყავი მშვიდი შენს გრძნობებში.
27. არავის დააძალო პასუხის გაცემა. – ისე იკითხე, რომ არ შეეხო სხვის პირად ცხოვრებას.
28. არასდროს უღალოტო მას, ვისაც შენი ჯერა. – გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.
29. არ დაამცირო სხვები, მხოლოდ იმიტომ რომ შენ აღზევდე. – გახსოვდეს, ეს შენი სისუსტეა.
30. არ შეგეშინდეს დამარცხების. – იარე წინ დასახული მიზნისკენ.
31. არ იწუწუნო სხვებთან შენი ცხოვრების გამო – შეცვალე ის უკეთესობისკენ.
32. ნუ შეეცდები აუხსნა ადამიანს ის, რაც მისთვის გაუგებარია – იყავი უბრალო.
33. არ შეგშურდეს – წარმატებას თავად მიაღწიე.
34. არ შეხედე ადამიანებს ზემოდან – მიეცი მათ საშუალება გახდნენ უკეთესები.
35. არ იმსჯელო რაღაც დიდზე, თუ მცირე არ გაქვს შეცნობილი – გაიარე შენი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ.
36. არ გაუკეთო არავის ის, რასაც შენს თავს არ უსურვებდი – გახსოვდეს, ყველაფერი ურთიერთკავშირში
წყარო: http://geoastro.ge/