ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ მერიის სამსახურისა და განყოფილებების უფროსებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერიის სამსახურისა და განყოფილებების უფროსებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

,,საჯარო მოხელეებმა მერსა და მის მოადგილეებს კვირის სამუშაო ანგარიში წარუდგინეს. შეხვედრაზე განხილული იყო საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების მონტაჟთან დაკავშირებული ღონისძიებები, დაგეგმილი კულტურული და საახალწლო აქტივობები, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტის საკითხები და თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების განაწილების მიმართულებები.

პაატა კუნჭულიამ საჯარო მოხელეებს ახალი ამოცანები დაუსახა, განსაკუთრებული ყურადღება კი სამუშაო პროცესების ხარისხიანად შესრულებისა და ეფექტიანი გუნდური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრას მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენო მორჩილაძე ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები