გიორგი გაბუნია: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა და რუსთაველის გამზირზე მიბრძანდა

„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა და
რუსთაველის გამზირზე მიბრძანდა,“- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მიხაელ როთი უჩვეულოდ აქტიური იყო საქართველოსთან მიმართებით.

„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა, რუსთაველის გამზირზე მიბრძანდა, დავალება შეასრულა – 30-წამიანი ვიდეო ჩაწერა და შემდეგ გაუჩინარდა. ან შარშან 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ ჩამობრძანდნენ და აქციაზე მივიდნენ, ეს ვინმეს მოგველანდა თუ ვინმეს რამეს ვაბრალებთ?! ბატონი ელჩები: ჰერჩინსკი, ფიშერი და მათი სხვა კოლეგები, რომლებიც პირდაპირ აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს კონკრეტული პოზიციებით, მუდმივად ხვდებოდნენ რადიკალური ძალის წარმომადგენლებს, ეს არ არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა?!

გვახსოვს მიხაელ როთი, რომელიც უჩვეულოდ აქტიური იყო საქართველოსთან მიმართებით. ეს ადამიანები მუდმივად იყვნენ დაკავებული, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ეკეთებინათ კონკრეტული განცხადებები საერთო მესიჯბოქსით, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი, საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია. ყველამ თავი უნდა დაანებოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშ ჩარევას“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები