ირაკლი კირცხალია – BBC-ის ფილმზე: ეს უტიფარი ცილისწამება პასუხის გარეშე არ დარჩება
,,ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს, დამერწმუნეთ, პასუხის გარეშე არ დარჩება ეს უტიფარი ცილისწამება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ BBC-ის მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება BBC-ის და დიდ ბრიტანეთში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას, ამას ძალიან კარგად ეხმაურება ამავე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქალბატონი ტრასი. ეს ძალიან ნათლად ასახავს, დღეს რას წარმოადგენს BBC და დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური ელიტა და სად მიაქანებს სრულიად კონტროლირებადი მედია სივრცე და პოლიტ ელიტა ამ მართლაც ისტორიულ, დიდ ქვეყანას“, – აცხადებს კირცხალია.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.