“ჩვენს თავზე გამოვცადეთ სიცრუის ტირაჟირების, ორმაგი სტანდარტის ნიაღვარი ჩვენი ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით – 2022 წლის შემდეგ” – კირცხალია
“ჩვენს თავზე გამოვცადეთ სიცრუის ტირაჟირების, ორმაგი სტანდარტის ნიაღვარი ჩვენი ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით – 2022 წლის შემდეგ, ამიტომ, არ გვაქვს უფლება, ტრამპის განცხადებას არ დავეთანხმოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, მმართველ გუნდს არაერთხელ უთქვამს, რომ თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომ საზოგადოება უკვე ხმას იმაღლებს.
“ვხედავთ რეპრესიულ დამოკიდებულებებს მათივე ხელისუფლებების მხრიდან თავისუფალ აზრთან, ეროვნულობასთან, სუვერენობასთან მიმართებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბრიუსელი საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს და ამას ძალიან ობიექტურად აფასებს ტრამპი“, – აღნიშნავს კირცხალია.