კირცხალია – ანტონიუ კოშტასა და კაია კალასის განცხადებებზე: არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში

“არა მხოლოდ ღიმილისმომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

კირცხალია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – ანტონიუ კოშტა და კაია კალასი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.

„როდესაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მათ ქმედებებს, განცხადებებს, მათ მიერ მიცემულ დავალებებს გადავავლებთ თვალს მათი აგენტურისთვის, არა მხოლოდ ღიმილისმომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ყველამ კარგად ვნახეთ რა ხდება უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რა მდგომარეობაშიც ახლაა. კარგად ვნახეთ რა სურვილი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მისამართით“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები