გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატები ჩვენს ქვეყანას სთხოვენ დემოკრატიის განვითარებას და მაგიდაზე უდევთ თავიანთივე ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნები საქართველოსთან მიმართებით

“ევრობიუროკრატები ჩვენს ქვეყანას სთხოვენ დემოკრატიის განვითარებას და მაგიდაზე უდევთ თავიანთივე ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნები საქართველოსთან მიმართებით,”- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„კაია კალასი ამდენი ცუდი ამბის მერე ცუდია კალასი გახდა. მათივე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, სასამართლოებთან დაკავშირებით როდესაც არის პოზიტიური წინსვლა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიული წინსვლა.
როდესაც ევრობიუროკრატიიდან მოდის შენიშვნა, რომ საქართველოში თურმე დემოკრატიული უკუსვლაა, ეს თანხვედრაში როგორ არის?! ერთ მაგიდაზე უდევთ რეზოლუცია, სადაც საქართველოს სთხოვენ დემოკრატიის განვითარებას და მეორე მაგიდაზე უდევთ თავიანთივე ინსტიტუტების პოზიტიური დასკვნები. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები