“ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ კვლევებს, რომლებიც რეალურ სურათს ასახავს და არა პოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული ადამიანების განცხადებებს” – სამხარაძე

“დიდი ხანია, დავრწმუნდით, რომ ერთია პოლიტიკური მიკერძოება და პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ მეორეა ის რეალური შედეგები, რაც არის არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ სხვა მიმართულებითაც”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

„ცხადია, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ კვლევებს, რომლებიც რეალურ სურათს ასახავს და არა პოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული ადამიანების განცხადებებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ათბალიანი სისტემით საქართველოს 6.5 ქულა აქვს და ლიეტუვასთან, ასევე, პორტუგალიასთან ერთად, თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები