ლევან მახაშვილი – 4 ოქტომბერი მისი შინაარსით ჯერ არ დასრულებულა – ეს მაშინ დასრულდება, როცა ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგება

“4 ოქტომბერი მისი შინაარსით ჯერ არ დასრულებულა – ეს მაშინ დასრულდება, როცა ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგება,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს გარდამტეხი მომენტი უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდნენ და კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლებას. საკონსტიტუციო პროცესიც მიმდინარეობს ზოგიერთი ძალის აკრძალვის მიზნით. ეს დღე ბევრი რაღაცის მაჩვენებელი იყო, მაგრამ 4 ოქტომბერი მისი შინაარსით ჯერ არ დასრულებულა. ეს მაშინ დასრულდება, როცა ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგება და სივრცე სხვა ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის გაიხსნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები