„ხაბეიშვილი იყო, მაგრამ უკვე პოლიტიკურ კლოუნად გადაიქცა, მისი განცხადებები არაფრისმომცემია” – მახაშვილი

“ლევან ხაბეიშვილს ამ ყველაფერზე მაშინ უნდა ეფიქრა, როცა დამხობას და ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ, 4 ოქტომბრის მოვლენებით ყველას და ყველაფერს წერტილი დაესვა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.

„ხაბეიშვილი იყო, მაგრამ უკვე პოლიტიკურ კლოუნად გადაიქცა, მისი განცხადებები არაფრისმომცემია. ოპოზიციის მთავარი პრობლემაა პასუხისმგებლობის ნაკლებობა. როცა პასუხისმგებლობას არაფერზე იღებ, მათ შორის არც ქვეყნის მომავლისა და არც საზოგადოებაზე, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. გასულმა თვეებმა დაგვანახა, რომ რიხიანი განცხადებების მიღმა აბსოლუტური ნული პასუხისმგებლობაა ოპოზიციურ სპექტრში“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები