FT: ტრამპმა ზელენსკის სამშვიდობო წინადადებაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე მისცა – ამერიკულ მხარეს შეთანხმების მიღწევა „შობამდე“ სურს

ამერიკულმა მხარემ უკრაინას მხოლოდ რამდენიმე დღე მისცა, რათა უპასუხოს „სამშვიდობო შეთანხმების“ უახლეს ვერსიას, რომელსაც ის მასთან და რუსეთთან განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

FT-ის წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ შაბათს დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან „რთული“ საუბრის დროს მას მოუწოდეს, სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკის „რამდენიმე დღე“ აქვს შემოთავაზებულ „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ პასუხის გასაცემად.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ამერიკულ მხარეს უთხრა, რომ მას დრო სჭირდებოდა სხვა ევროპელ მოკავშირეებთან „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ კონსულტაციებისთვის.

როგორც კიევისთვის შეთავაზებული ვადების შესახებ ინფორმირებულმა წყარომ Financial Times-ს განუცხადა, ტრამპი იმედოვნებს, რომ შეთანხმებას „შობამდე“ მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები