ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ბოლო კვირების დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უახლოეს მომავალში იქნება მიღწეული.
მან ეს განცხადება ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ამჟამად ნორვეგიის მთავრობის მინისტრთან, იენს სტოლტენბერგთან პანელური დისკუსიის დროს გააკეთა.
„ვფიქრობ, ომის დაწყებიდან ნებისმიერ დროს უფრო ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ – მათ შორის რამდენიმე კვირის შემდეგ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროსაც. უახლოეს მომავალში მივაღწევთ მშვიდობას? არა. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ახლოს ვართ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, ტრამპის გუნდის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ საწყისი ვერსია კატეგორიულად მიუღებელი იყო.
„მაგრამ ახლა ჩვენ ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც ეს შეიძლება მისაღები გახდეს… საკმაოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, თუ სად ვართ ახლა – მაგრამ ამ საბოლოო ეტაპებზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს, ყველამ ვიცით, რომ რუსეთს 1991 წლიდან სურდა „საუბარი ევროპაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ“ და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს“, – დასძინა სტუბმა.