ავსტრალიამ 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის სოციალური მედიის ანგარიშებზე მსოფლიოში პირველი ეროვნული აკრძალვა დაიწყო.
ამოქმედებული აკრძალვით, 16 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალებათ პროფილების გამოყენება ან შენარჩუნება ისეთ ძირითად პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook, Instagram, X, TikTok, YouTube, Snapchat და სხვა.
აკრძალვამდე სოციალურ მედიაში ასობით ათასი ავსტრალიელი მოზარდის აქტიური ექაუნთი იყო, მათ შორის Snapchat-ზე – 440 000 13-15 წლის, Instagram-ზე – დაახლოებით 350 000, YouTube-ზე – 325 000 და TikTok-ზე – 200 000-ზე მეტი.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს მოზარდების დაცვას ონლაინ ბულინგისგან, ძალადობრივი და მავნე კონტენტისგან, ასევე სოციალური მედიის მიერ გამოწვეული დამოკიდებულებისა და ფსიქოლოგიური ზიანისგან.