IAEA: დრონის დარტყმის შემდეგ ჩერნობილის კონსტრუქცია რადიაციის სრულ იზოლაციას ვერ უზრუნველყოფს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დამონტაჟებულ დამცავ გუმბათს, დრონის თავდასხმის შედეგად რადიაციის საიმედოდ შეკავების უნარი აღარ აქვს,- ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში (IAEA) განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, დარტყმამ მნიშვნელოვნად დააზიანა კონსტრუქციის გარე საფარი, რის შედეგადაც გუმბათმა დაკარგა მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოსგან სრულად იზოლირება.

IAEA-ის შეფასებით, დაზიანება სერიოზულია და ფართომასშტაბიან სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.

ამ ეტაპზე რადიაციული ფონის მკვეთრი ზრდა დაფიქსირებული არ არის, ხოლო მონიტორინგის სისტემები მუშაობას განაგრძობს.

მიუხედავად ამისა, სააგენტო იტყობინება, რომ არსებული მდგომარეობა ზრდის პოტენციურ რისკებს და გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის ბირთვულ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.

IAEA მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, უზრუნველყონ დაზიანებული გუმბათის სწრაფი აღდგენა და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება.

აღნიშნული კონსტრუქცია ჩერნობილის მეოთხე რეაქტორზე 1986 წლის კატასტროფის შემდეგ რადიოაქტიური ნარჩენების შესაკავებლად 2019 წელს ამოქმედდა.

დრონის თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები