ზელენსკი რომში პაპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის დედაქალაქ რომში ჩავიდა, სადაც ის პაპ ლეო XIV-ს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდება.

პაპთან მისი აუდიენცია 9 დეკემბერს გაიმართება.

დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპი ლეო XIV თვლიდა, რომ ევროპა აქტიურად უნდა ჩართულიყო „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში, რათა გადაჭრილიყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი.

იტალიაში ვიზიტამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები