მარიამ ლაშხი – უმაღლესი განათლების რეფორმაზე: ეს ითვალისწინებს ხარისხის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანი ნაწილია რეგიონული განშტოება

,,რეფორმა ითვალისწინებს ხარისხის გაუმჯობესებას, ეს შეეხება როგორც ლექტორების, პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ დაფასებას და ასევე კვლევა-განვითარებას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მარიამ ლაშხის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია რეგიონული განშტოება.

„რეფორმა ითვალისწინებს ხარისხის გაუმჯობესებას. ეს შეეხება როგორც ლექტორების, პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ დაფასებას და ასევე კვლევა-განვითარებას. ამასთან ერთად სახელმძღვანელოების მომზადებას. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია რეგიონული განშტოება. ყველას, ვისაც აქვს უმაღლეს განათლებაზე სურვილი, რომ ისწავლოს მათი გეოგრაფიული მდებარეობისა და სოციალური მდგომარეობისა, ყველა შეძლებს მიიღოს უმაღლესი ხარისხიანი განათლება.

ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქშია 85 პროცენტიანი კონცენტრირება და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს რეგიონში გაშლა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს რომ განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა, ყველამ მიიღოს სწავლა-განათლება“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, განათლების კომიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ახალი სისტემა დაინერგება. რეფორმის კონცეფცია მოიცავს ყველა აუცილებელ სფეროს. სიახლეა მათ შორის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-27 სასწავლო წლიდან, ჩარიცხული სტუდენტებისთვის, სწავლა უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები