ვლადიმერ ბოჟაძე: კონკრეტული ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა დაარღვიოს სხვა ადამიანების გადაადგილების უფლება

„კონკრეტული ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა დაარღვიოს სხვა ადამიანების გადაადგილების უფლება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდებოდა საგზაო მონაკვეთის გადაკეტვის აკრძალვას, თუ ამის საჭიროება არ იქნებოდა რაოდენობიდან გამომდინარე. ახლა იგივე შეეხება სავალ ნაწილსაც, მათ შორის ტროტუარსაც, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან, შშმ პირები. პოლიციას ექნება უფლება და საშუალება რომ შესთავაზოს, თუ ამის საჭიროება არ იქნება, სხვა გეზი აქციის ორგანიზატორებს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები