„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ამ უფლების განხორციელება წინააღმდეგობაში არ უნდა შევიდეს, ელემენტარულად, გადაადგილების შესაძლებლობასთან” – მათიკაშვილი
“მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხით მოხდეს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, ის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ამ უფლების განხორციელება წინააღმდეგობაში არ უნდა შევიდეს ელემენტარულად გადაადგილების შესაძლებლობასთან. ერთი კონკრეტული ადამიანის უფლების რეალიზება იქ მთავრდება, როდესაც ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირის უფლების რეალიზებასთან. ამიტომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული მიდგომა. სწორედ ამ მიზნით შესაბამისი ცვლილებების შედის კანონმდებლობაში როგორც სანქცირების, ასევე კონკრეტული რეგულაციის დადგენის ნაწილში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.