ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია” ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

“საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 17,5კმ სიგრძის სანიაღვრე არხების მოწყობა.

“საქართველოს მელიორაცია“ განახორციელებს კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიიდან გამომავალი არხების წმენდას ავტობანიდან ბაშის კოლექტორამდე; მოეწყობა საავტომობილო მილხიდებიც.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია გაწმენდითი სამუშაოები არხი-2-ის 2543 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე; პარალელურად, მიმდინარეობს საავტომობილო მილხიდის მოწყობა.

არსებული სამელიორაციო არხების 10კმ-იანი მონაკვეთის გაწმენდის შედეგად, ჭარბი წყლის მოცილება გაუმჯობესდება 300 ჰექტრამდე მიწის ფართობზე.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები