ირაკლი კირცხალია: „ლელოს“ დამოკიდებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც ამ დანაყოფს აქვს თავისი ქვეყნის მიმართ და თავის სამშობლოს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ცნება, დარწმუნებული ვარ, არავინ იცის „ლელოში“
„ლელოს“ დამოკიდებულებას რაც შეეხება, „ლელოს“ დამოკიდებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც ამ დანაყოფს აქვს თავისი ქვეყნის მიმართ და თავის სამშობლოს მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება „ალდეს“, კარგად ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ.
„რაც შეეხება „ალდეს“, მათ პატრონებს, ეს „ალდე“ იქნება თუ სხვა არ არჩეული ბიუროკრატები ბრიუსელში დღეს, რას ვხედავთ. ჩვენ კარგად ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და არც მანამდე აკლებდნენ ამ დამოკიდებულების გამოხატულებას. უბრალოდ, ეს 2022 წლიდან გახდა ძალიან თვალსაჩინო და ძალიან ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ისინი არა მხოლოდ გმობენ ამ ყველაფერს, არამედ ახალისებდნენ ამ ყველაფერს. როდესაც შენ ევროკავშირის სახელით საუბრობ, როდესაც შენ გქვია ფურცელზე, დოკუმენტზე პოლიტიკური პარტია და ახალისებ პოლიციელის დაწვას, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, როდესაც შენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი გქვია, ვენის კონვენციით უნდა მოქმედებდე მასპინძელ ქვეყანაში და შენ ამ ყველაფრის შემდეგ ბანერებს აბეჭდვინებ, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს, ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ ქვეყანაში, გვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას, ლაზარეს შემდეგ ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რასაც აპირებდა პირდაპირ ტერორიზმს, ამას რომ ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია.
ასე, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაყოფის მსოფლმხედველობაზე და ასევე მათი პატრონების სურვილებზე ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.