ზურაბ ქადაგიძე: იმედი მაქვს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საბოლოოდ არ გადაჩეხავს ევროპას იმ უფსკრულში, რომელსაც ჰპირდება არსებული პოლიტიკა, და საბოლოოდ დაუბრუნდება იმ სივრცეს, რასაც ჰქვია რეალური თანამშრომლობა

პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მედიასთან ეხმიანება.

„ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეს დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრიგერის როლი შეასრულოს ახალი ევროპის ფორმირებაში, განსაკუთრებით ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ახალი ევროპის ფორმირების შემთხვევაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რჩება – რეგიონის უსაფრთხოების, ენერგეტიკული გამტარობის და შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ევროკავშირს აქვს ორი გზა: გადაერთოს, გააკეთოს რებრენდინგი, კრიტიკულად გადახედოს საკუთარ თავს, იპოვოს ძალები და დაუბრუნდეს იმ რეალურ ღირებულებებს, რასაც ევროპა წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, განვითარების სივრცე ავტომატურად შენარჩუნდება. თუ ასე არ მოხდა, ევროპას თავად აღარ დარჩება განვითარების სივრცე, და რა ფორმატის ევროპას მივიღებთ მაშინ – ეს უკვე სხვა საკითხია.

ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეს დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრიგერის როლი შეასრულოს ახალი ევროპის ფორმირებაში, განსაკუთრებით ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ვითარებაში საქართველოს კოლოსალური როლი რჩება – როგორც რეგიონის უსაფრთხოების, ენერგეტიკული გამტარობის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რასაც ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და რასაც ღიად ვაკრიტიკებდით: დასავლური ნეოლიბერალური ნარატივის პოლიტიკა პირდაპირ მიექანებოდა უბედურებისკენ – და მივიდა კიდეც იქამდე, სადაც დღეს ვართ.

საბედნიეროდ, უკვე გამოიკვეთა მაღალი დონის პოლიტიკის კონტურები, რომლის ტრიგერის როლიც შეასრულა ტრამპის ადმინისტრაციამ. იმედი მაქვს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საბოლოოდ არ გადაჩეხავს ევროპას იმ უფსკრულში, რომელსაც ჰპირდება არსებული პოლიტიკა, და საბოლოოდ დაუბრუნდება იმ სივრცეს, რასაც ჰქვია რეალური თანამშრომლობა,”-განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები