მარტვილის მერმა ფეხბურთის ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე, სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტურნირი გაიმართა, 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომელიც მიეძღვნა მარტვილში ფეხბურთის დაარსებიდან 79 წლის აღნიშვნას. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
,,ფინალური შეხვედრა „მარტვილის საფეხბურთო სკოლის“ და ქუთაისის „ტორპედო“–ს გუნდებს შორის გაიმართა, სადაც პენალტების სერიაში „ტორპედო“– მ 3:2 დაამარცხა ,,მარტვილის საფეხბურთო აკადემია“ და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებულ გუნდებს და საუკეთესო ნომინაციებს სამახსოვრო სიგელები და მედლები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ გადასცა.
ტურნირის ფინალურ შეხვედრას მარტვილის „სალხინო“-ს სხვადასხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.