გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები გადაიქცნენ იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლის ასპარეზზე, პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა

“არასამთავრობო ორგანიზაციები გადაიქცნენ იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლის ასპარეზზე, პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს.

“სანამ ამერიკა შეცვლიდა თავის დამოკიდებულებას არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი შეიცვალა. ეს ორგანიზაციები გადაიქცნენ იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლის ასპარეზზე. პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა. პოლიტიკური მართვის სადავეების ხელში ასაღებად არის გამოყენებული არასამთავრობო ორგანიზაცია. მარტა კოსი ამას არც მალავს. ეს არის კარგად გააზრებული სქემა, რომელიც აუცილებლად ითვალისწინებს დაძაბულობის შენარჩუნებას მსოფლიოში. ახალი ცხელი კერების გაჩენას, ახალი დაპირისპირებების, ანტაგონიზმის გაჩენას და თუკი რასაკვირველია, ეს შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება, რასაკვირველია, ეს იქნება ამ ოლიგარქიული მმართველობის მთავარი მიღწევა,” – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები