გია ვოლსკი: ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ ეს ყველაფერი იატაკქვეშ არ მიმდინარეობდეს
,,ამერიკამ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობა იმიტომ დაგეგმა, რომ ეს ყველაფერი იატაკქვეშ არ მიმდინარეობდეს, აღებ-მიცემობა სცენის მიღმა არ იყოს და არც პოლიტიკური კორუფცია არსებობდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ლობისტობა გარკვეულ ქმედებად იქცა, რაც დაკავშირებულია ჩრდილოვან პოლიტიკასთან და ოლიგარქიული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებთან.
„ის სისტემა დაინგრა, რითაც ლობისტური ორგანიზაციები გამჭვირვალობის ლოზუნგით მოქმედებდნენ. მათი საქმიანობა გამჭვირვალე გახდა, მაგრამ ახლა იმ სივრცეში გადავიდნენ, რაც გულისხმობს ფეიკნიუსების გამოქვეყნებას და ისეთი სტატიების დაწერას, რამაც ცალკეულ ქვეყნებში პროცესები უნდა განავითაროს. ლობისტობა გარკვეულ ქმედებად იქცა, რაც დაკავშირებულია ჩრდილოვან პოლიტიკასთან და ოლიგარქიული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებთან. კარგია, რომ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. მით უმეტეს, როცა ეს შინაარსი „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტური იდეების საფუძველზე იქმნება. ეს პარტია მექანიზმია, რომელიც ფულს იხდის და შედეგს ელოდება. ამ ფულის წყარო ის სისტემაა, რომელსაც შეგვიძლია, ომის პარტია დავარქვათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.