გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა ახმეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის, თიანეთის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ზუგდიდისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე – 20 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მასალა და 56 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 11 თვეში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24 -საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები