“საგარეო დახმარება ამა თუ იმ ქვეყნის დასახმარებლად თუ არის გამოყოფილი, სწორედ ამ ქვეყანას უნდა მიემართოს და არ იყოს გადარიცხული მესამე ორგანიზაციისთვის, რომელიც აქედან სარგებელს ნახულობს” – სამხარაძე

“საგარეო დახმარება ამა თუ იმ ქვეყნის დასახმარებლად თუ არის გამოყოფილი, სწორედ ამ ქვეყანას უნდა მიემართოს და არ იყოს გადარიცხული მესამე ორგანიზაციისთვის, რომელიც აქედან სარგებელს ნახულობს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.

„ამერიკის პოლიტიკის გადააზრება ხდება, რომ ორმხრივ ურთიერთობებში საჭირო არ არის მესამე მხარის ჩართვა. საგარეო დახმარება ამა თუ იმ ქვეყნის დასახმარებლად თუ არის გამოყოფილი, სწორედ ამ ქვეყანას უნდა მიემართოს და არ იყოს გადარიცხული მესამე ორგანიზაციისთვის, რომელიც აქედან სარგებელს ნახულობს. ეს ნაბიჯი კარგი და მისასალმებელია, რადგან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვნახეთ, რომ დახმარებები ან ბოლომდე არ მიდის ბენეფიციარამდე, ან ისეთი სახით მიდის, რაც ქვეყანას არ აწყობს. რუბიოს განცხადებიდან ჩანს, რომ გადააზრება ხდება იმ გამოცდილების, რომელიც ამერიკას ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები