დავით მათიკაშვილი: აშშ სავსებით მართალია, რადგან ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მისი ხელისუფლება

,,რა თქმა უნდა აშშ ამ შემთხვევაში არის სავსებით მართალი, რადგან ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მისი ხელისუფლება, სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, აშშ არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებს.

„ჩვენ ვხედავთ თუ როგორი აცდენაა საღ აზრსა და ევროკავშირის ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ იმ ანტიდემოკრატიულ, სუვერენიტეტის შემლახავ პოზიციებთან, რაც გულისხმობს არა კონკრეტული სახელმწიფოს, არამედ ცალკეული ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც „ენჯეოშნიკების“ მანტიაში არიან გახვეული, შეასრულონ იმ პირების ნება სურვილი, ვისგანაც თანხებს იღებენ. რა თქმა უნდა აშშ ამ შემთხვევაში არის სავსებით მართალი, რადგან ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მისი ხელისუფლება, სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი“, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები