“ალბათ, სასურველია, რომ ამერიკის, ევროპისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები ერთმანეთთან დაახლოვდეს, რადგან სახეზეა აზრთა სხვადასხვაობა” – ნიკოლოზ სამხარაძე

“ნათელია, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ახლებურად გაიაზრებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას, დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერებიც არის”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია შეაფასა.

„ეს ამერიკის ხელისუფლების პოზიციაა. რა თქმა უნდა, ევროპელი პარტნიორებისთვის კარგი მოსასმენი არ არის, რაც უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაიწერა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამაში სიმართლის მარცვალი არსებობს. ალბათ, სასურველია, რომ ამერიკის, ევროპისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები ერთმანეთთან დაახლოვდეს, რადგან სახეზეა აზრთა სხვადასხვაობა. საქართველოს კონტექსტში კარგი არ არის, როცა ამერიკისა და ევროკავშირის პოზიციებს შორის ძირეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები