ლევან მაჭავარიანი მარკო რუბიოს განცხადებაზე: თუ გინდა ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა და არა რაღაც ენჯეოს, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული

,,თუ გინდა ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა იგივე გრანტის სახით და არა რაღაც ენჯეოს, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული”,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებს.

„ენჯეოების დაფინანსებაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა გვაყვედრის, რომ რაღაცა ტიპის თანხები ირიცხება და ირიცხება რეალურად ქალბატონ გიგაურთან და ქალბატონ ლომჯარიასთან. ეს ჩვენი ქვეყნის დახმარება საერთოდ არ არის და ამას ადასტურებს ბატონი რუბიოს განცხადებაც, რომ თუ გინდა ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა იგივე გრანტის სახით და არა რაღაც ენჯეოს, რომელიც გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული ქვეყანაში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები