“საზოგადოებამ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ილაშქრებს, ევროპულ პოლიტიკურ იერარქიას ვგულისხმობ, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ყველა რეზოლუციასთან არის შეერთებული” – ვოლსკი
“საზოგადოებამ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ილაშქრებს, ევროპულ პოლიტიკურ იერარქიას ვგულისხმობ, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ყველა რეზოლუციასთან არის შეერთებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეალობის უკან არსებობს სხვა გეგმა.
„ეს გეგმა არაერთხელ ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის პროსპექტზე. ანთებული ცეცხლი, გადაწვის პირას მყოფი პარლამენტი და შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე. დეზინფორმაცია, ფეიკ ნიუსების გავრცელება, საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არასდროს ჩაუდენია, ეს ყველაფერი არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციით ემუქრება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.