ტრამპი: იმედგაცრუებული ვარ, რადგან ზელენსკის სამშვიდობო წინადადება ჯერ არ წაუკითხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის არ არის მისაღები სამშვიდობო წინადადება, რომელიც ზელენსკის “ჯერ არც წაუკითხავს.”

ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მაიამიში უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა.

“ჩვენ საუბრები გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინელ ლიდერებთან, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. რუსეთისთვის მისაღებია ეს შეთავაზება. ზელენსკის ხალხს მოსწონს ის, მაგრამ თავად პრეზიდენტს ის არ წაუკითხავს”, – თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინს აშშ-ს სამშვიდობო გეგმისადმი მხარდაჭერა საჯაროდ ამ დრომდე არ გამოუხატავს. მან 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად აშშ-ის გეგმის გარკვეული ნაწილები კრემლისთვის მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები