“სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს” – მაჭარაშვილი

“სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს – ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია საქართველოში ვითომ პროტესტის მუხტის ასაწევად.

“რა თქმა უნდა, ეს თავიდანაც არ გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგ დღეებში მით უმეტეს, როდესაც დადასტურდა, რომ არავის არაფერი მტკიცებულება არ ჰქონდა. ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე საუბარი არ იყო, მით უფრო, ვერც კი მოძებნეს, რაც არ იყო რას მოძებნიდნენ, ისეთი ადამიანები, რომლებმაც მიმართეს კლინიკებს იმ დღეებში. აქედან გამომდინარე, სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ “გლობალური ომის პარტია”, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს. ეს ხავსიც რომ არ არსებობს მერე იგონებენ ტყუილებს. ეს სამწუხარო იმიტომაც არის, რომ ამ ყველაფრის სათავე არის “დიფ სთეითი”,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი.

უწყების ცნობითვე, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები