შარმანაშვილი – განათლების სისტემის რეფორმაზე: რადიკალური მიდგომა იყო საჭირო და ჩვენ ამას მივესალმებით

“რადიკალური მიდგომა იყო საჭირო და ჩვენ ამას მივესალმებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას აცხადებს.

“კარგად თუ დაუკვირდებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების პრობლემატიკა რაღაც ნაწილში გაემიჯნა კერძო უნივერსიტეტების პრობლემატიკას. სახელმწიფო თუ ხარჯავს ფულს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, ხარჯავს იმისთვის, რომ თავისი მოქალაქეები მოამზადოს საკუთარი ქვეყნის საჭიროებისთვის”, – ამბობს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები