გორში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში ასობით ახალი ნერგი დაირგო

,,ქალაქში არსებულ სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში ასობით ახალი ნერგი დაირგო”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეკრეაციული ზონების გასამწვანებლად იფნის, ნეკერჩხლის, ცაცხვის, წყავის, ტუიას და კვიპაროსის ნერგები შეირჩა.

ნერგები სააგენტოს სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები