ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი გაეცნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით,  ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – დავით ვერავა ზუგდიდის მერთან, დავით კოდუასთან ერთად გაეცნო.

“აღნიშნულ მონაკვეთზე გზასთან ერთად სანიაღვრე არხები ეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 335 ათასი ლარია.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები