2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე დონალდ ტრამპს FIFA-ს პირველი „მშვიდობის პრემია“ გადაეცა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ცერემონიაზე, FIFA-ს „მშვიდობის პრემიის“ პირველ მფლობელად დასახელდა.
FIFA-მ ჯილდო გასულ თვეში დააწესა იმ პირების პატივსაცემად, „რომლებმაც თავიანთი ურყევი თავდადებითა და განსაკუთრებული ქმედებებით ხელი შეუწყვეს მთელი მსოფლიოს ხალხის მშვიდობიან გაერთიანებას“.
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჯილდო ტრამპს ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გამართულ ცერემონიაზე გადასცა.
„ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა ლიდერისგან – ლიდერისგან, რომელიც ხალხზე ზრუნავს. ეს თქვენი პრიზია, ეს თქვენი მშვიდობის პრიზია“, – განაცხადა ინფანტინომ ტრამპის შესახებ, რომელსაც ოქროს თასი გადაეცა.