პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი – ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ჯარისკაცის პროფესიაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლები ნახეს და საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ. მოზარდების უმეტესობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევითა და ტერიტორიული რეზერვის პროგრამით დაინტერესდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტის მიზანს ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება წარმოადგენს.