ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა 5 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის პირველი ხარისხის მორი უკანონოდ მოიპოვა.
სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში ვიდეოხაფანგმა დააფიქსირა, რასაც სატყეო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა. ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ტყეში განთავსებულია 750 ფოტოხაფანგი.