4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარემონტო სამუშაოების გამო, 2025 წლის 4 დეკემბერს 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე აღნიშნულ ხიდზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვის პერიოდში, მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება დროებით შემოსავლელ გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.